1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„რუსეთი გვაძლევს მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს ქრისტიანი…“ – მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის გვერდზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

„რეალურად ყველაზე დიდი დამპყრობელი ის აღმოჩნდა, ვისაც საშველად მოვუხმეთ. მან ქრისტიანობა უღმერთოდ გამოიყენა და შეეცადა, ჩვენთვის დაედგა მონობის უღელი.

კი, ჩვენი ნების წინააღმდეგ გვედგა ეს უღელი, მაგრამ არასდროს ვურიგდებოდით.

ტერიტორიებს გლეჯდა შაგრენის ტყავივით, სულის მორევა არ შეეძლო…

დიახ, დათვი იყო, მაგრამ "ბაბას” ვერ დავუძახებდით, რადგან გულის გულში მაინც ხმაურობდა გამარჯვების ზარი.

გვატყვევებდა, მაგრამ თავად იყო ბოროტების, აგრესიის, სიძულვილის, სისხღლისღვრის ტყვე.

ჩვენი ქვეყნის სამხრეთით ერთმორწმუნე ბიზანტიის იმპერია არსებობდა, სწორედ გაუმაძღრობის და იმპერიალისტური მიდრეკილებების გამო, მისგან აღარაფერი დარჩა…

იგივე ბედი ეწევა ყველას, ვინც ქრისტეს სახელს ამოფარებული ტირანია…

რუსეთი გვაძლევს მაგალითს, როგორი არ უნდა იყოს ქრისტიანი…

მაგრამ "როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”….“ – წერს პეტრე კოლხი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები