1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადება შემთხვევით გამოქვეყნებულ სწორ პასუხებთან დაკავშირებით

naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი შემთხვევით გამოქვეყნებულ პასუხებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებიც B და C ტესტებს აბარებენ, ვთხოვთ, არ ენდონ ინფორმაციას, რომ ცენტრის ვებგვერდის მობილური, ანდროიდ ვერსიით აღნიშნული ტესტების სწორი პასუხების ნახვა იყო შესაძლებელი. ამ (ანდროიდ) ვერსიით სწორ პასუხებთან ერთად მართლაც ჩანდა დამატებითი 2 გვერდი, თუმცა ეს მონაცემები არ გახლავთ B და C ტესტების სწორი პასუხები (რაშიც ნებისმიერი მსურველი დარწმუნდება ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნებისთანავე).

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნული მონაცემების, როგორც სწორი პასუხების გამოყენება ტესტზე მუშაობისას ერთმნიშვნელოვნად დააზარალებს მაგისტრანტობის კანდიდატს. 

✔️შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას!"


კომენტარები

მსგავსი სიახლეები