0 9 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

BBC "ბოტების" აქციაზე სტატიას აქვეყნებს

BBC საქართველოში, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართულ აქციაზე „ბოტები კანცელარიისათვის“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ პრემიერ მინისტრის ოფისის წინ გამართულმა “ბოტების” აქციამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იუსტიციის მინისტრის შესახებ პრემიერმინისტ კვირიკაშვილის Facebook პოსტმა ათასობით ლაიქი მიიღო. მომწონებელთა შორის ბევრი არაქართველი იყო, რამაც წარმოშვა ვარაუდი, რომ მხარდაჭერას ონლაინ ბოტები ზრდიდნენ. პასუხად, მოქალაქეებმა პრემიერის კანცელარიასთან (ფეხსაცმელი) ბოტები დატოვეს ონლაინ ბოტებად მიჩნეულების Facebook ანგარიშებთან ერთად“ - წერს BBC.

შეგახსენებთ, რომ  პროსტესტის მსგავსი ფორმას საქართველოს მოქალაქეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც პრემიერის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ქვეშ, რომელსაც ადამიანები Haha რეაქციებით დასცინოდნენ, დიდი რაოდენობით ბოტი გამოჩნდა, რომელიც პრემიერმინისტრის განცხადებას იწონებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები