1 4 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მის მანაქანაში ერთხელ 800 ლარიც ამოუვარდათ, მაგრამ არ დაჰკარგვიათ.. გაიცანით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი"

სოციალურ ქსელში გავრცელდა ისტორია,სამარშრუტო ტაქსის სამაგალითო მძღოლის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

" გაიცანით, დათო შავაძე - ნომერ 55 -ე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი - უპატიოსნესი პიროვნება. 

დღეს, მისი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას, ჯიბიდან საფულე ამომივარდა და დამეკარგა, რაც სახლში ორსაათიანი ამაო ძებნის შემდეგ დავასკვენი. ბუნებრივია, არც მანქანის ნომერი მახსოვდა და არც მძღოლის გარეგნობა, მხოლოდ ხაზის ნომერი. სიმართლე რომ ვთქვა, პოვნის იმედი აღარც მქონდა და ღმერთს მაინც მადლობას ვეუბნებოდი გულში - "რახან ასეთი რამ დაუშვი, ე.ი. სადღაც დავიმსახურე-მეთქი". ყველაფერი ხომ მართლაც მისი ნებაა, ჩვენი არჩევანი კი - ამის მიღება-არმიღება. თუმცა, ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო, და მეც ვცადე მეპოვნა. 

აღნიშნული ხაზის დისპეტჩერთან მიმავალი, რომელსაც ხოფის ბაზრობის ბოლო ჭიშკართან აქვს პოსტი, სრულიად "შემთხვევით", გადავეყარე აღმაშენებლის ქუჩაზე მომავალ ნომერ 55-ე სამარშრუტო ტაქსს. გავაჩერე. ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ და ვკითხე, ხომ ვერ დამეხმარებოდა, თანაც, უცებ, მანქანაც მეცნო. მძღოლის გვერდით ვიჯექი და მეხსირებაში გაცოცხლდა მგზავრობისდროინდელი სურათი. მკითხა, როგორი იყო შენი საფულეო, რა იდო შიგნითო და ა.შ. როცა დარწმუნდა, რომ ნამდვილად მე ვიყავი პატრონი, ყველაფერი ხელუხლებლად ჩამაბარა. უზომოდ მადლიერმა და გახარებულმა, რაღა თქმა უნდა, უყურადღებოდ არ დავტოვე. უკან მობრუნებისას, დისპეტჩერმა მომაძახა - "მაგის მანაქანაში, მასე, ერთხელ 800 ლარიც ამოუვარდათ, მაგრამ არ დაჰკარგვიათ!" 

ამით ის მინდა ვთქვა, რომ პატიოსანი და წესიერი ადამიანებიც ბევრნი არიან, და რომ არაფერი არ ხდება შემთხვევით ამ ქვეყანაზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ხალხი არსებობს და საერთოდ, მადლობა მას ყველაფრისთვის.❤️ ისე კი სამწუხაროა ასეთი ადამანობა უკვე რომ გვიკვირს ქართველებს :( ისეთი დეფიციტია :(("

კომენტარები

მსგავსი სიახლეები