1 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ვოისის" მონაწილის, თორნიკე მეცხვარიშვილის უკანასკნელი პოსტი

მუსიკალური პროექტის "ახალი ხმის" მონაწილე, 25 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა.

თორნიკე თავის უკანასკნელ პოსტში, რომელიც ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა ნათია თოდუას შესახებ წერდა:

"მახსენდება ქართული X ფაქტორი და ნათია თოდუა... ქასთინგზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სოფო ტოროშელიძემ უთხრა " არა", რადგან ხელოვნური მოეჩვენა მისი შესრულება... 

ნეტა გერმანელებმა რატომ ვერ დაინახეს ეს სიყალბე....
ფინალში ხმათა 50%-ით ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებულია....
გილოცავ ჩემო ტკბილო გოგოო... ძალიან მიყვარხარ."

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები