1 5 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გვაპატიე , რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება არ ასრულდა"- ლევან უჩანეიშვილის ემოციური წერილი ლიკა ქავჟარაძეს

მსახიობი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ლევან უჩანეიშვილის ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელიც ლიკა ქავჟარაძეს მიუძღვნა:

"ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... ვერ მოგიარეთ, მარტო დაგტოვეთ,მიგატოვეთ!  გვაპატიე, რომ დაგივიწყეთ, ხელში არ აგიყვანეთ, შენს საოცნებო სამყაროში არ წაგიყვანეთ! შენი შეხების ღირსი არ ვყოფილვარ, არავინ არ ყოფილა! შენი სილამაზის ღირსი საქართველოც კი არ ყოფილა! შენი ცხოვრებაც ტრაგიკული ფილმივით ყოფილა!..
გვაპატიე , რომ შენს ნატვრის ხეზე გამობმული ოცნება სამწუხაროდ არ ასრულდა... გვაპატიე,რომ შენი ცხოვრებაც შეწყვეტილი ფილმივით დასრულდა... გვაპპატიე! ჩემი ბრალიც არი! ყველას ბრალი არი! საქართველოს ბრალი არი! გვაპატიე, რომ მე, ყველას,საქართველოს, გვითხარი უარი!.. დაგვიტოვე დარდი, სევდა, ცრემლ, სიცივე და ქარი... ჩემო ლიკა მაპატიე... ყველას აპატიე... საქართველოს აპატიე...

შეხვედრამდე ლევანი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები