1 5 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა"- ინგა გრიგოლია მიმართვას ავვრცელებს

  ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ფეისბუქის გვერდზე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, რომელმაც ჟურნალისტი  საკთარი შვილის ქორწილში, ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი წევრების სტუმრობამ გააღიზიანა

"ბრმების, ყრუების და ცუდი ადამიანების გასაგონად ვწერ ამ სტატუსს, რომლებიც არც შვილის ქორწილს შეგარგებენ და არც ბედნიერებას - ქორწილი შედგება პატარძლის და სიძის სამეგობროსგან, ოჯახისგან, ოჯახის ახლობლებისგან და კეთილის მოსურნეებისგან. სხვა ადამიანებიც იყვნენ ნიკას და მაროს ქორწილში, არ გინახავთ?!.. სხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები. მე ყველასი ძალიან მადლობელი ვარ, ვინც ამ ქორწილში იყო, მოვიდა, დაგვაფასა, სიძის თუ პატარძლის მხრიდან. ყველას მილიონ მადლობას ვუხდი, ყველას საგანგებო მადლობა გადავუხადე... ამა თუ იმ პოზიციის ადამიანს... თქვენ კი, ვინც ჩემს პროფესიულ ობიექტურობა-არაობიექტურობას უკავშირებთ ქორწილის სტუმრებს, გეტყვით ერთს - ვაი თქვენს პატრონს. თუ ძალიან გაინტერესებთ, უკვე დიდი ხანია, ბერა ჩემი შვილიშვილის ნათლიაა, ვგიჟდები, ისე მიყვარს ტასოს საყვარელი ნათლია. მაგრამ ეს ოჯახური ამბები ჩემს გადაცემებზე არ ასახულა მგონი....... ვწუხვარ, რომ ამ სტატუსის დაწერა მომიხდა. მეტ კომენტარს მაროს ქორწილზე არ გავაკეთებ. ვაი თქვენს პატრონს მართლა!!!"-წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები