1 1 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას საქმიანობდნენ მსოფლიო ლიდერები პოლიტიკამდე..

 თურქეთის პრეზიდენტი  რეჯეფ თაიფ ერდოღანი (ფეხბურთელი)

თურქეთის პრეზიდენტი საკუთარ წარსულა არასდროს მალავს.. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ბავშვობაში ის ყიდდა ე.წ "ბუბლიკებს" და წყალს, ასევე მასზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში „ოსტატის ამბავი“), მოყვანილია ბავშვობის ის პერიოდი, სადაც ის ზაფხულში აგროვებდაჩაის  და თხილს. 

   დაწყებითი განათლება მიიღო ქასიმფაშას „ფიჰალეფაშას დაწყებით სკოლაში“, ხოლო ამის შემდეგ სწავლა განაგრძო სტამბოლის  ფატიჰის რაიონში „იმამ ჰათიპის უმაღლესი განათლების სკოლაში“, სწავლის დროს სამოყვარულოდ თამაშობდა ფეხბურთს.

დონალდ ჯონ ტრამპმა  აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის პოსტი  2017 წლის 20 იანვარიდან დაიკავა.  2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

ტრამპი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 2004-2015 წლებში, ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice.

გერმანიის კანცლერი (ფიზიკოსი) ანგელა  მერკელი

მეცნიერული „ბექგრაუნდი"  მერკელის საქმის შესრულების სტილსა და გარეგნობაზე ნამდვილად  აისახება - ჩაცმას დიდ ყურადღებას არასდროს უთმობს, საქმეში კი თანმიმდევრული და ანალიტიკურია. სამზარეულოა ადგილი, სადაც ავიწყდება, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია -როდესაც ქვაბით ხელში ვტრიალებ, თავს კნცლერად არ ვგრძნობ"

 ანგელა რამდენიმე კვირის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ჰამბურგიდან აღმოსავლეთ გერმანიაში გადავიდა. მომავალი კანცლერი პატარა ქალაქ ტემპლინში იზრდებოდა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ წყნარი და თავმდაბალი, კომუნისტური აღმოსავლეთ გერმანიის პატარა ქალაქში გაზრდილი ანგელა კასნერი ერთ დღესაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ქალი გახდებოდა. 

ბერლინის კედლის დანგრევა ანგელას ცხოვრებაში დიდ გარდატეხას ახდენს. ის ჯერ აღმოსავლეთ გერმანიის ოპოზიციური მოძრაობის „დემოკრატიული გამოღვიძების" პრესსპიკერი, 1990 წელს კი ბუნდესტაგის წევრი ხდება.

ანგელას პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული 2005 წელია. ის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი ხდება, ასევე პირველია აღმოსავლეთ გერმანიიდან, რომელიც ამ პოსტს იკავებს. 2005 წლის შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში ზედიზედ ორჯერ იმარჯვებს. დღეს ბევრი ამბობს, რომ ანგელას მართვის მშვიდობიანი და თანმიმდევრული გზა იყო ის, რამაც გერჰარდ შრიოდერის ექსტრავაგანტული მმართველობით დაღლილი გერმანელები მოხიბლა.

„მის ევროპა", „ფრაუ გერმანია", რკინის ლედი"- ასეთ შეფასებებს არამხოლოდ კრიტიკული ბრიტანული პრესა, არამედ სხვა მედიასაშუალებებიც ხშირად მიმართავენ. გერმანიის „რკინის ლედობა" მარტივი არ ყოფილა. ამ პოსტზე კანცლერს არაერთი გამოწვევა შეხვდა.

"წართმეული ოცნების" დაბრუნება - ტერეზა მეი , ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი(ბანკირი) 

პრემიერობის ამბიცია მეის ბავშვობიდანვე ჰქონდა. მეგობრები ყვებიან, რომ ოცნებობდა, გამხდარიყო დიდი ბრიტანეთის პირველი ქალი-პრემიერი და ძალიან განიცადა, როცა ოცნება მარგარეტ ტეტჩერმა "წაართვა". 

ცხოვრებამ ტერეზა მეის გამოცდა არაერთხელ მოუწყო. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანიმაშინ, როცა უნივერსიტეტს ამთავრებდა _ 25 წლის მეის მამა ავტოკატასტროფაშიდაეღუპა, რაც მისი ოჯახისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. ქმრის დაკარგვა ვერ გადაიტანატერეზა მეის დედამ, რომელიც მღვდლის დაკრძალვიდან დაახლოებით ერთ წელშიმიაბარეს მიწას. 

მისი ტრაგედია მშობლების დაღუპვით არ დასრულებულა _ მალე შეიტყო, რომ ვერასოდესშეძლებდა, გაეჩინა შვილი და გამხდარიყო დედა. ესეც გადალახა. სასოწარკვეთის, დეპრესიაში ჩავარდნის ნაცვლად, ცხოვრება გააგრძელა და.... ბედნიერი ოჯახიც შექმნა. მომავალი მეუღლე ფილიპ ჯონ მეი 1976 წელს სადისკუსიო კლუბ Oxford Union-შიგაიცნო. მეგობრები ამბობენ, რომ მეის არაჩვეულებრივი ოჯახი აქვს და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შესანიშნავი ცოლი და დიასახლისია. უყვარს კულინარია. სახლში ასეულობით კულინარიული წიგნი აქვს. 

უყვარს მასიური სამკაული და უცნაური შეფერილობის ფეხსაცმელი, განსაკუთრებით _ ვეფხვის ტყავისებრი. მის გარდერობში ამგვარ 10 წყვილ ფეხსაცმელს მაინც აღმოაჩენთ. 2012 წელს, ტერეზა მეი კიდევ ერთი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა _ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. მას შემდეგ, დღეში მინიმუმ, 2-ჯერ იკეთებს ინსულინს, მაგრამ ამბობს, რომ მიეჩვია და დაავადება მუშაობასა და ცხოვრებაში ხელს არ უშლის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები