1 2 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აფეთქება ავღანეთში - დაღუპულია 29 ადამიანი

ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც BBC წერს, აფეთქების შემდეგ შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკის შენობაში შეიჭრნენ. ამ წუთებში ბანკში სროლაა.

მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არიან დაცვის სამსახურის წევრები და მშვიდობიანი მოსახლეობა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 12:00 საათზე მოხდა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა მედიის ინფორმაციით, ბოლო 1 თვის განმავლობაში მომხდარი ტერაქტების ორგანიზატორები "ისლამური სახელწმიფო" და "თალიბანი" იყვნენ. 


კომენტარები

მსგავსი სიახლეები