1 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა საფრთხე ემუქრება მსოფლიოში ყველაზე დიდწონიან ქალს, რომელმაც 250 კილოგრამი დაიკლო

იმან აბდ ელ ატუ ეგვიპტიდანაა. მისი ოცნება იყო მსოფლიოში ყველაზე დიდწონიანი ყოფილიყო. მიზანს მიაღწია, თუმცა თებერვალში ჯანმრთელობის გაუარესების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის სპეციალური თვითმფრინავით ინდოეთში გადააფრინეს. ინდოეთის საავადმყოფოში მისვლისას, ქალი 500 კილოგრამს იწონიდა. ხუთშაბათს ის  სახლში გამოწერეს, რადგან მან უკვე 250 კილოზე მეტი  დაიკლო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, სიტუაცია დაიძაბა პაციენტის ინდოელ ექიმებსა და ოჯახს შორის.  ქალის დამ, შაიმა სელიმ, სოციალურ მედიაში მოკლე ვიდეო ატვირთა. მისი მტკიცებით,  მისი და საავადმყოფოდან ისე გაწერეს, რომ  ჯერ კიდევ არ შეეძლო ლაპარაკი და მოძრაობა. ასევე დაკლებული არ ჰქონდა საკმარისი კილოგრამები.სავადმყოფომ ეს ინფორმაცია უარყო. მისმა ქირურგმა კი განაცხადა, რომ პაციენტის დას სურს მისი და საავადმყოფოში დარჩეს მანამდე, სანამ სიარულს არ შეძლებს, მაგრამ ორთოპედების თქმით, ეს შეუძლებელია. ქალი სიარულს ვეღარასდროს მოახერხებს.დამატებითი მკურნალობისთვის ოჯახმა პაციენტი აბუ დაბიში გადაიყვანა. ემირატებში ის ბიზნესკლასით გადაფრინდა. თვითმფრინავში მას თან ახლდნენ ექიმები და მომვლელები.ინდოეთში მას უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია წონის დასაკლებად და დაენიშნა დიეტაც. მკურნალობა კი  აბუ დაბიში გაგრძელდება. აქ მას ერთწლიანი ფიზიოთერაპიის კურსის გავლა მოუწევს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები