1 7 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„აქსისპალასი 1“- ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი „აქსისპალასი“ გაიხსნა

მრავალფუქნქციური კომპლექსის აქსისპალასი 1-ის, სავაჭრო ცენტრ „აქსისპალასში“ (ცინცაძის #12 )  კარფურის ახალი ფილიალი გაიხსნა.

სავაჭრო ცენტრი, რომელიც აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, 7000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მაღაზიებსა და ბრენდების მრავლფეროვან არჩვენას შესთავაზებს. ამ ეტაპისთვის ცენტრში მალე გაიხსნებაშემდეგი მაღაზიები: PSP, Collizeone, OVS Kids, Penti, Baltic Optics, Café Check In, Pa Sport, Pepela, Kura Kura, Game Zone, Magic Candy, Bakos Coffee & Tea, Beard.ge, Warp, Tobacco Market, Uno Shoes, Santa Esperanza, Musera, Baccarat, M&B, Bamboo, Dom Kofe, Fiorela. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდებთან მოლაპარაკებები.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.

„აქსისპალასი 1" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც თბილისში, ცინცაძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საცხოვრებელი კომპლექსი 10 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ ფართებს, კაფე-რესტორანს, სავაჭრო და გასართობ ცენტრს, მრავალფუნქციურ შიდა ეზოს, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის გახსნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა „აქსისპალასის“ კონცეფციის სრულყოფისათვის.

 როგორც აქსისში აცხადებენ, პოსტკრიზისული მშენებლობებიდან დარჩენილი ბლოკების მშენებლობა განახლებულია და აქტიურად მიმდინარეობს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები