1 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოლუმბიაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 254-მდე გაიზარდა, მათგან 44 ბავშვია

   კოლუმბიაში მთელი ღამის ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ და ამან წყალდიდობასთან ერთად, მეწყერიც გამოიწვია.  შედეგად 206 ადამიანი გარდაიცვალდა და ბევრი დაზიანდა.

წითელი ჯვარი აცხადებს, რომ უკვე 220 ადამიანი დაიღუპა და 202 ადამიანადმდე დაშავდა.

პრეზიდენტი, ხუან მანუელ სანტოსი, უკვე ჩავიდა სტიქიის ზონაში. მან საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა რეგიონში. პრეზიდენტმა განაცხადა:"ჩემი და ყველა დანარჩენი კოლუმბიელის გული  ტრაგედიის მსხვერპლებთანაა".

საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ 1, 100 ჯარისკაცი და პოლიციის ოფიცერი შეუერთდა დამხმარე ძალას. ერთ-ერთმა არმიის ოფიცერმა განაცხდა, რომ  ადგილობრივი საავადმყოფო თავს ართმევს ამ ურთულეს სიტუაციას.

კოლუმბიის მეზობლად მდებარე პერუშიც მძვინვარებდა სტიქია წლის დასაწყისში. ძლიერმა წვიმამ მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია იქაც, რასაც 90 ადამინი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები