1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მარიამი გაზრდილა"- ნანუკა ჟორჟოლიანი შვილის ასეთ მწვავე განცხადებას არ ელოდა

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს 8 წლით, ხოლო მსახიობ ლაშა კურტანიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ნანუკა ჟორჟოლიანის უფროსი  შვილი, მარიამ გეგუჩაძე ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

 • რამდენიმე დღის წინ ვუყურე გადაცემას სადაც, გაურკვეველი მიზეზის გამო გამწარებული სამი მამაკაცი ებრძოდა სამ ქალს, რომლებიც ქალთა უფლებებზე საუბრობდნენ. მათ მოყავდათ ლოგიკას მოკლებული არგუმენტები, ამ ყველაფერს კი მხოლოდ იმიტომ ბედავდნენ, რომ ზედაპირული განათლება და შემდეგ ამის ხარჯზე ინფორმაციით და ადამიანებით მანიპულირება ჩვენი ქვეყნის სენია.
• როდესაც ოთხ მილიონიან ქვეყანაში, წელიწადში საშუალოდ 500-600 ადამიანი იღუპება ავტო ავარიაში, აქედან ძირითადი ნაწილი მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს არ გვაქვს პასუხისმგებლობა და კულტურა, რომ ნასვამები საჭესთან არ უნდა დასხდეთ.

• როდესაც ყველაფერს რაც არ გვესმის, ვებრძვით ზოგს დანამდვილებით სჯერა, რომ არატრადიციული ორიენტაცია იკურნება წამლებით. მაგრამ თუ არ იმკურნალებენ არც ეგ არ არის პრობლემა , რადგანაც ჩვენ განსაკუთრებული “პირვილეგია” გვაქვს და ადამიანების სიკვდილამდე ცემის უფლება, ხომ ჩვენი თავისუფლებაა.

• როდესაც 1772 წელს ერეკლე მეორემ, რუსეთს სოციალური მფარველობა სთხოვა, ქართლ-კახეთის სამეფომ კიდევ უბრძოლველად დაპატიჟა რუსეთი. ( რასაც დღესაც დიდი სიამოვნებით იზამდნენ ჩვენი თანამემამულეები).
ამ ყველაფრის შემდეგ კი სამ საუკუნიანი, სისხლიანი და მწარე ისტორია, რომელიც რუსეთთან გვაკავშირებს, ათასობით გმირი, უბრალოდ გაქრა ჩვენი მეხსიერებიდან. ეს ყველაფერი, რომ გვახსოვდეს პატარა ინფორმაციის გაგებისთანავე მაგალითად, ოკუპანტი სზღვარის გადმოწევის მცდელობის შესახებ ან გაზპრომთან მოლაპარაკებაზე, ჩუმათ ვერ ვიქნებოდით.

• ამ დროს , როდესაც გაუპატიურებაზე 4-6 წლამდე, კანონიერ ქურდობაზე 7-10 წლამდე ხოლო განზრახ მკვლელობაზე 7-15 წლამდეა სასჯელი, MDMA- კლუბურ ნარკოტიკის მოხმარებაზე ორი ახალგაზრდა ადამიანის თავისუფლების 8 და 5 წლით შეიზღუდა.

ამ ყველაფერს არ უნდა ვეგუებოდეთ.ნერვები უნდა გვეშლებოდეს. ქვეყანაში სადაც, ყოველდრიურ ცხოვრებაში ვეჯახებით უამრავ უკანონობას. ჩვენი ეგოისტური ნაჭუჭიდან უნდა გამოვიდეთ და მივხვდეთ, რომ ბევრად უფრო დიდი რაღაცის ნაწილები ვართ- ჩვენი სახელმწიფოსი. 
 ცვლილება იწყება ჩვენში და ჩვენით,“- დაწერა გეგუჩაძემ.  მარიამის სტატუსი რამენიმე წუთის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმაც გაიზიარა.  " მარიამი გაზრდილა „-წერს ჟურნალისტი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები