1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინგლისის პარლამენტთან სროლების შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობასთან სროლების შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა.ინფორმაციით, დაშავებულია 6-დან 10-მდე ადამიანი.პოლიციას მომხდარზე ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი.

ბრიტანეთის პარლამენტის მუშაობა შეჩერდა. შენობაში შესასვლელი დაიკეტა.

ჟურნალისტ კევინ შოფილდის ინფორმაციით, რომელიც იმ დროისთვის პარლამენტის შენობაში იმყოფებოდა, გაიგონა სროლების ხმა, შემდეგ კი ყვირილი. მისი თქმით, ნახა, ვიღაც როგორ დაესხა თავს პოლიციელს და შენიშნა შეიარაღებული მამაკაცი.ჟურნალისტის ინფორმაციით, ამის შემდეგ გაისმა სროლების ხმა და ქუჩაზე შეიარაღებული პოლიციელები გამოჩნდნენ. ასევე დაინახა, პარლამენტის ეზოში როგორ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება ერთ-ერთ დაზარალებულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები