1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დღეს დილითაც, ალბათ სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა"

  სცენარისტი ქეთი დევდაიანი საქათველოში გახშირებულ ავარიებსა და მის ფატალურ შედეგებზე სახელმწიფოს მხრიდან არასათანადო რეაგირების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"საგზაო წესების უკიდურეს გამკაცრებასაც ტვინი, ბიუჯეტი, ან განსაკუთრებული პოლიტიკური ნება უნდა?!


დღეს დილითაც, გაჩერებაზე მდგომ და ალბათ სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა. 
ასე იმიტომ დადიან ქალაქში, რომ არაფერი აკავებთ, არც კანონი, არც საზოგადოებრივი აზრი (თუ ცნობილი და გამოჩენილია, პირიქით, ვცდილობთ ხელი დავაფაროთ და ტაშით გავამხნევოთ) , არც ჯარიმა. საერთოდ არაფერი", - წერს ქეთი დევდარიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები