1 4 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“-ობამას ცრემლიანი დამშვიდობება

      აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოსამშვიდებელი სიტყვისას მიმართა ამერიკელებს, დაიცვან დემოკრატია, გამოსვლის ბოლოს კი ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.           ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რასიზმი და ეკონომიკური უთანასწორობა აშშ-სთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტი საკუთარი ერის წინაშე სიტყვით ჩიკაგოში წარსდგა. მან განაცხადა, რომ სურდა, გამოსვლა შემდგარიყო არა თეთრ სახლში, არამედ ჩიკაგოში, კონგრესცენტრში, სადაც „ყველაფერი დაიწყო“. სწორედ აქ შეიტყო ობამამ საკუთარი გამარჯვების შესახებ არჩევნებში 2008 წელს. პრეზიდენტთან ერთად კონგრესცენტრში იმყოფებოდა პირველი ლედი მიშელ ობამა შვილთან ერთად და ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ცოლთან ერთად. სიტყვით გამოსვლისას ობამამ საკუთარ ცოლს, მიშელსაც მიმართა და ამ დროს ცრემლების შეკავება ვერ შეძლო : „შენით მე ვამაყობ, შენით ქვეყანა ამაყობს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები