0 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ორშაბათი კონფლიქტით, პრობლემებითა და ფორიაქით დაიწყება. ზოგიერთს შორს გაქცევა, ზოგსაც ოთხ კედელში ჩაკეტვა მოუნდება. 

კურო
დაუბრუნდით ჩვეულ საქმეებსა და ვალდებულებებს. საღამოს ახალობლებთან ერთად მხიარულება გელით. სასიამოვნო ამბებსაც შეიტყობთ. 

ტყუპი
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ფულის სად და როგორ დახარჯვაზე მოგიწევთ ფიქრი. ნუ გაამხელთ გეგმებსა და იდეებს, ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც ჩაიფიქრებთ. 

კირჩხიბი
არ გათქვათ საიდუმლოებები. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამოს წვეულებაზე მიგიპატიჟებენ მდიდრულ რესტორანში და წასვლაზე უარი არ თქვათ. 

ლომი
საკუთარი გამარჯვება არავის გაუმხილოთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. არც პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები გაამხილოთ. 

ქალწული
გარშემო მყოფების დახმარებას ნუ უგულებელყოფთ. მათი დახმარებით საკუთარ საქმეებს მოაგვარებთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. 

სასწორი
დღეს ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებით. საქმეების მიუხედავად ხალისი არ მოიკლოთ. საყვარელი ადამიანისგან მეტი სითბო და სიყვარული მოგინდებათ და არ შეიზღუდოთ თავი. 

მორიელი 
ნურავის ენდობით. შეიძლება ადამიანმა, რომელსაც საკუთარ თავზე მეტად ენდობოდით, გიღალატოთ. 

მშვილდოსანი
ემოციებისა და სიბრაზის გამო ნუ მიიღებთ არასწორ გადაწყვეტილებას. ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს. მოაგვარეთ სამსახურებრივი და პირადი საკითხები. 

თხის რქა
საქმეების მიუხედავად სასიყვარულო პარტნიორს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ერთად განიხილეთ საკითხები და შეთანხმებული გადაწყვეტილებები მიიღეთ. 

მერწყული
საქმეების გამო მგზავრობა გელით. საინტერესო ადამიანებს შეხვდებით. საქმეებს საუკეთესოდ მოაგვარებთ და გარშემო მყოფების შექებას დაიმსახურებთ. 

თევზები
საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, სასიამოვნო საყიდლები და თამამი გადაწყვეტილებების მიღების დღეა. გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები