0 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საშინელი ავარია ვახუშტის ხიდთან - ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა


თბილისში, ვახუშტის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები