1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მთავარი ქალები დონალდ ტრამპის ცხოვრებაში

                                                                    ავტორი: სუზი მკრტიჩიანი 

“დიახ, მე მიყვარს ქალები და ამის დამალვას არც ვაპირებ“-  ღიად აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ამაზე მისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდიც მეტყველებს.  დონალდ ტრამპის მეუღლე ჟურნალ Sports Illustrated-ის "მის ბიკინის" ტიტულის მატარებელი მელანია ტრამპია, თუმცა მელანიამდე  მას საკმაოდ მრავალფეროვანი პირადი ცხოვრება ჰქონდა .  როგორც თავად ამბობს, მის ცხოვრებაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალია

მაშ ასე, გთავაზობთ მთავარ ქალებს დონალდ ტრამპის ცხოვრებაში :

ივანა ტრამპი

ივანამ დონალდ ტრამპთან ერთად 15 წელი იცხოვრა, სწორედ მისგან ჰყავს ამერიკის ახალ პრეზიდენტს სამი შვილი.  ამ ქალის სილამაზეზე ყველა საუბრობდა, ივანას  იდეალური სხეული ჰქონდა და ფიგურული სრუიალით იყო გატაცებული

80-90 -იან წლებში  ის ნიუ-იორკში  ყველა ბომონდური თავშეყრის საპატიო სტუმრად ითვლებოდა და ამავე დროს, ტრამპის ბიზნეს პარტნიორიც იყო..  თუმცა როდესაც ტრამპი ცოლის ღალატში გამოიჭირეს , ივანამ მას სასამართლოში უჩივლა და  25 მლნ. დოლარიც გამოსტყუა, ამის შემდეგ კი მათ პირად ცხოვრებაზე  საჯაროდ აღარ უსაუბრიათ

მარლა მეიპს

მარლა მეიპსმა ტრამპთან ერთად 6 წელი იცხოვრა და ერთი გოგო გაუჩინა. ბიზნესმენი და ახლა უკვე ამერიკის პრეზიდენტი მარლამ ერთი ნახვით მოხიბლა, ქალბატონი ერთ-ერთ ფილმში  და  ბროდვეის მიუზიკლში  თამაშობდა. გარდა ამისა  ეწეოდა სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობის ისრაელსა და პალესტინაში.  საბოლოო ჯამში წყვილი სკანდალებით  დაშორდა ერთმანეთს

ინგრიდ სეინხეივ

ინგრიდ სეინხეივი Sports Illustrated-ის  მოდელი იყო, ტრამპი მესამედ ქორწინებას არ აპირებდა თუმცა ლამაზმას ძალიან ხშირად ნახულობდა  და სხვადასხვა ძვირად ღირებული საჩუქრებითაც  ანებივრებდა .  მოკლედ რომ ვთქვათ,  ტრამპი თითქმის შეყვარებული იყო ქერა ლამაზმანში, თუმცა ქორწინებას არაოფიციალური ურთიერთობა არჩია

გაბრიელა საბატინი

ხმაურიანი აღმოჩნდა რომანი გაბრიელა საბატინისთან, რომელიც იმ დროს  ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა , თუმცა მათი ურთიერთობა ისევე მალე დასრულდა როგორც დაიწყო, წყვილი რამდენიმე თვეში დაშორდა ერთმანეთს

პრინცესა დიანა

დონალდ ტრამპი არასდროს მალავს იმას, რომ  ერთადერთი ქალი რომელმაც მას სიყვარულით არ უპასუხა პრინცესა დიანა იყო.  გავრცელებული ხმების მიხედვით  ლედი დიანამ  ტრამპს უარი დოდი ალ-ფაიედის გამო უთხრა .

კარა იანგი

კარლა იანგი 90-იან წლებში ძალიან პოპულარული მოდელი იყო , მათ ურთიერთობაზე ლეგენდები დადიოდა, თუმცა არც ეს სიყვარული გაგრძელდა დიდი ხანი. რამდენიმე თვეში წყვილმა ურთიერთობა დაასრულა და მოდელმა 2005 წელს  სხვა მილიონერი ქმარი პიტერ გიეოგეოპულოსი იპოვა  

კარლა ბრუნი

ფრანგულ-იტალიური წარმოშობის მომღერალმა, პოეტესამ და მოდელმა ტრამპი საქველმოქმედო ვახშამზე გაიცნო, მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრელებულა, თუმცა შემდგომ ბრუნი საფრანგეთის პირველი ლედი გახდა, გაჰყვა რა ცოლად ნიკოლა სარკოზის.

კარლა ბრუნი იყო ქალი, რომლის საყვარლები იყვნენ ერიკ კლეპტონი, მიკ ჯაგერი, ვენსან პერესი..

 

მელანია ტრამპი

მილიარდერი, მელანიამ ნიუ-იორკში, ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო. ტრამპი მეგობარ გოგონასთან ერთად იყო, თუმცა ამის მიუხედავად ის მიუახლოვდა მოდელს და ტელეფონის ნომერი სთხოვა. მელანიას უარის მიუხედავად, ტრამპმა სამსახურეობრივი მდგომარეობა გამოიყენა და მისი პირადი ტელეფონის ნომერი გაიგო. მელანიამ ტრამპის ასეთი საქციელი დააფასა და რამდენიმე თვის შემდეგ მათ შორის სერიოზული ურთიერთობა დაიწყო. მილიარდერი პატარა ბიჭივით იყო შეყვარებული და ერთ-ერთ რადიოშოუს დროს მელანიასადმი სიყვარული საქვეყნოდ დააფიქსირა.

მელანია ისტორიაში ყველაზე სექსუალური პირველი ლედის ტიტულის მფლობელი გახდა, რომელსაც აქამდე ამაყად ატარებდა კარლა ბრუნი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები