0 9 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ცეზარის გულშემატკივრები ბევრად უფრო ამაყნი არიან, ვიდრე ხუნდაძის მხარდამჭერები" - ცეზარ ჩოჩელის დედა

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი ყოფილი კანდიდატის ცეზარ ჩოჩელის დედა ბელა ჩარიგოგდიშვილი განცხადებას ავრცელებს. 

 "ცეზარი არ დამარცხებულა. ეს დამარცხება ბევრად აღმატებულია, ვიდრე დაშინებით, შანტაჟით, მოქრთამვით, ბიულეტინების გაყალბებით მიღწეული სამარცხვინო თუ უფრო სამათხოვრო 0,11%-იანი გამარჯვება. თავმოყვარე კაცი ასეთ გამარჯვებაზე უარსაც კი იტყოდა, არათუ ტელემაყურებლებს "ახარებდა," ვთქვი, გავიმარჯვებ და გავიმარჯვეო, დავუშვათ, ხალხი გაჩუმდა, თვითონ ხომ კარგად იცის, რა დაუჯდა ოცნებას მაგისი სატრაბახოდ ქცეული ვითომ წარმატება. მთავარი კი ის არის, რომ დღეს "დამარცხებული" ცეზარის გულშემატკივრები ბევრად უფრო ამაყნი არიან, ვიდრე ხუნდაძის მხარდამჭერები,  რადგან პატრონს წეროვნის დევნილთა დასხლებაში ვერ შეუგროვეს დაპირებული ხმების 75%, რის გამოც თურმე ძალიან გაიკიცხნენ. ეს სოფელი ხომ ბატონ დიმიტრისათვის მთავარ ციხესიმაგრედ იქცა. ოცნებას აყოლილის ერთადერთი სურვილი ამ "ციხის ტრიუმფით აღება" და ჩოჩელის საკუთარ ხალხში დამარცხება იყო ამისთვის კი არც პოლიტელიტის და არც ფინანსების გამოყენება დაზარებია., მაგრამ ვერ გაითვალისწინა, რომ მთიულებმა სხვანაირი სიყვარული იციან და ეს როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში დაამტკიცეს. ამისთვის დიდი მადლობა მათ და მცხეთის რაიონის იმ ამომრჩევლებსაც,რომლებმაც გაუძლეს ზეწოლას, ძლიეს სამსახურის დაკარგვის შიში (ხუნდაძე ხომ ძირითადად მაგით აშინებდა ხალხს) და უანგაროდ შემოხაზეს 42, ჩვენ დაყაჩაღებული გამარჯვებულები ვართ: "ვაი, ეგეთას სამართალს"... "-ამბობს ბელა ჩარიგოგდიშვილი.

მსგავსი სიახლეები