სოც. მედია
"ორი დღეა გაუჩინარდი სამუდამოდ.."
2016-07-01 14:38:14
ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება დეიდის გარდაცვალებას და სტატუსს უძღვნის
"ორი დღეა გაუჩინარდი სამუდამოდ..ჩემმა თვალებმა ყველაფერი დაინახა და თითქოს შეეგუა შენს მისვენებულ, გაყინულ სახეს..მეფიქრებოდა ნუთუ ეს რეალობაა და ეს შენ ხარ.
სახეს არ დავუჯერე და ხელები დაგითვალიერე, სასწალმოქმედი, ყველაზე გემრიელი ხელები..ჩემო ფიფქიავ! ჩემო ტკბილო! ჩემო კეთილო! დღეს უფრო რთულია და ხვალ უფრო გართულდება რეალობის აღქმა..ადამიანები მიიჩნევენ, რომ ცხოვრება ასეთია და უნდა შევეგუოთ, თუმცა ეს სიტყვები მკლავს.
არ მინდა მე ეს სიტყვები, მე ვერ შევეგუები, უბრალოდ სულ მეტკინება და სულ ვიტირებ, თუ ამას ჰქვია შეგუება არვიცი..მენატრები უკვე საშინლად და ვგრძნობ ძალა მეცლება, ოხ, როგორ მინდა შენი მოფერება ბავშვივით...განსაკუთრებულად თბილო და მზრუნველო დეიდა, მიყვარხარ მე შენ!" - წერს მარიამი.
კომენტარები