1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ პარტნიორებთან შეთანხმებულად იმუშავებთ, ნებისმიერ იდეას განახორციელებთ. მთავარია, არც ძალიან ააჩქაროთ ისინი და არც უსაქმოდ ამყოფოთ. შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი, რაც თქვენი წარმატების გარანტია. 

კურო
წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ იქ დაბრუნება არც გჭირდებათ. წინ ახალი შესაძლებლობები და ურთიერთობები გელით, მოემზადეთ ამისთვის. 

ტყუპი
თუ რაიმეს შეცვლის სურვილი გაქვთ, ნუღარ დააყოვნებთ, კარგი დღეა ცვლილებებისთვის. კარგი დღეა ბინაში ინტერიერის, იმიჯის შესაცვლელად. ახალი სამსახურის მოსაძებნად, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის. 

კირჩხიბი
გარშემო მყოფებთან ადვილად მიაღწევთ კონსენსუსს. სადაც არ უნდა მიხვიდეთ, რა საქმეც არ უნდა წამოიწყოთ, ყველაფერი თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ამიტომ ნუ დაკარგავთ დროს, იმოქმედეთ. 

ლომი
დღეს გავლენიანი ადამიანების მფარველობით ყველა საქმეს მოაგვარებთ. აგრეთვე, ახლობლები ფულად დახმარებასა და რჩევებსაც არ დაიშურებენ თქვენთვის. 

ქალწული
დღევანდელი დღე შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, - ან პირად ცხოვრებაში, ან სამსახურის საქმეში გელით ცვლილება. ხოლო თუ რომელს მიანიჭებთ პრიორიტეტს, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. 

სასწორი
ნუ ჩქარობთ, შეჩერდით და შეათვალიერეთ გარემო, გადახედეთ კოლეგებსა და ახლობლებს. შეიძლება თქვენი ოცნების ასრულება თქვენგან ერთ ნაბიჯშია და ნუ გასცდებით მას. 

მორიელი
ჩამოიშორეთ ყველა ის ადამიანი, ვინც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. აგრეთვე კარგი დღეა დოგმების, კომპლექსებისა და მავნე თვისებებისგან გასათავისუფლებლად. 

მშვილდოსანი
ნუ მოცდებით გარემო ფაქტორებზე, ნუ ჩაერთვებით უაზრო საუბრებსა და პროექტებში, საკუთარი საქმეც საკმაოდ დაგიგროვდათ მოსაგვრებელი. ამიტომ, დაღუნეთ თავი და იმუშავეთ. 

თხის რქა
კონფლიქტამდე და საქმეების გარჩევამდე ნუ მიიყვანთ ურთიერთობას, მაგრამ დაიცავით საკუთარი პოზიცია და სხვის გასაკეთებელ საქმეს ნუ ითავებთ. 

მერწყული
პირადი ინტერესები გვერდზე უნდა გადადოთ და მთელი დღე სამსახურებრივი საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. კარგი დღეა ახალი სამსახურის, შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად. 

თევზები
თუ გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს გეტყვიან, ხელი არ ჩაიქნიოთ, დამოუკიდებლად სცადეთ პრობლემების მოგვარება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები