1 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო სიურპრიზების დღე გელით. შეასრულეთ დღეს ის, რაც სხვა დროისთვის გქონდათ გადადებული. იგრძნობთ, როგორც გაგიმძაფრდებათ ინტერესი სწავლისადმი. დროა, უცხო ენების ან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაეწეროთ. 

კურო

მშვიდა აკეთეთ თქვენი საქმე სახლშიც და სამსახურშიც. არ წამოიწყოთ არაფერი ახალი. საღამო ოჯახის წევრების გარემოცვაში, მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

ტყუპი
ორშაბათი თქვენი დღე, სანამ სხვები ვერ გარკვეულან, რა უნდა გააკეთონ, თქვენ იაქტიურეთ სახლშიც და სამსახურშიც. ჩაინიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, იყავით დაკვირვებული, რათა არაფერი გამოგრჩეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს, რომლებიც შვებულებამდე უნდა დაასრულოთ. 

კირჩხიბი
თვითანალიზის დღეა. ეცადეთ, "დაახარისხოთ" თქვენი ცხოვრება. დააკვირდით და ობიექტურად შეაფასეთ მოვლენები. რჩევისთვის მიმართეთ გამოცდილ მეგობრებს, სპეციალისტებს. 

ლომი
მშვიდად შეხვდით მოვლენებს. დაისახეთ ისეთი საქმეები, რომლებიც დასვენების საშუალებასაც მოგცემენ. საღამო შინ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ. 

ქალწული
მიმდინარე საკითხები კოლეგებთნ, პროფესიონალებთან ერთად განიხილეთ, მაგრამ არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. სხვა დღისთვის გადადეთ შოპინგი, ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. 

სასწორი
დაძაბული დღე გელით. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი, რომელიც თქვენს აქტიურ ჩარევას მოითხოვს. კარგი დღეა ნიჭის გამოავლენად. კოლეგები თქვენ მიერ შესრულებულ საქმეს დადებითად შეაფასებენ. 

მორიელი
მშვიდად გაატარეთ ეს დღე. მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. 

მშვილდოსანი
რჩევით, მატერიალურად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად, მშვიდ გარემოში გაატარეთ. 

თხის რქა
კოლეგებს საქმეების მოგვარებაში დაეხმარეთ. კარგი დღეა მიმდინრე საკითხების განსახილველად, მაგრამ ახალ პროექტებს ნუ წამოიწყებთ. მოაწესრიგეთ ფინანსური საკითხები. 

მერწყული
დაისახეთ მიზანი, რომელსაც სირთულეების მიუხედავად მიაღწევთ. ზოგიერთს კარიერული წინსვლა ელის. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებას. საღამოს პროფესიულ ლიტერატურას, ონლაინ ტრენინგებს გადახედეთ. 

თევზები
დილიდან მოიმარაგეთ ვიტამინები და დაიწყეთ დასახული მიზნების განხორციელება. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. საღამოს დიეტოლოგიაზე წაიკითხეთ წიგნები. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები