მსოფლიო
სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის დაიკეტა
2016-03-21 13:13:09
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი მრევლისთვის მოსალოცად დროებით დაიკეტა. ამის შესახებ სამების ლავრის არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, სამების ლავრის ბერებისათვის მონასტრის ტიპიკონიდან გამომდინარე, მსახურება რომ არ შეჩერდეს, წირვა-ლოცვა სამების ლავრის ოთხ მცირე ტაძარში ჩატარდება.
არქიმანდრიტის თქმით, აღნიშნულის გამო სავარაუდოდ შაბათ-კვირას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდეს და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას სიონში აღავლენს.
"მრევლს არ ექნება საშუალება მოვიდნენ და მოილოცონ სამების ტაძარი. სავარაუდოდ, შაბათ-კვირას უწმინდესი სიონში იქნება. სამებაში წირვა არ ჩატარდება", - აღნიშნა მამა იოანემ.
გუშინ სამების ლავრაში არსებულ სტამბის საწყობში ხანძრი გაჩნდა. ცეხლის შედეგად დაახლოებით 1 200 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.
კომენტარები