მსოფლიო
„ახმეტელის თეატრის“ და ასევე „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი გარდაიცვალა
2016-02-17 11:20:34
„ახმეტელის თეატრის“ მსახიობი ალეკო ალავიძე 73 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მაყურებელს ის მრავალი სპექტაკლიდან და ასევე, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ ახსოვს, სადაც ხურცილავას მამის როლს განასახიერებდა. . ნათამაშები აქვს 40-ზე მეტ სპექტაკლში და გადაღებულია ფილმებში.
„ძველმოდური კომედია“, „ღუზა ჩაუშვი ანგელოზო“, „მეორედ მოსვლა ანუ ვიზიტი“, „ვერაგობა და სიყვარული”, „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო”, „ქვრივთა ნუგეშისმცემელი“, „მეფე ლირი თავშესაფარში“ - ეს არის იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალი, სადაც მსახიობ ალეკო ალავიძეს უთამაშია.
მსახიობი „ახმეტელის თეატრის“ დასში 1981 წლიდან მოღვაწეობდა.
კომენტარები