სოც. მედია
ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას მამაკაცი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
2016-01-31 18:47:48
თბილისში კახეთის გზატკეცილზე აფეთქება მოხდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. აფეთქება საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
18 წლის მამაკიცი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა, იგოროყვას საუნივერსიოტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას გულ-მკერდის დახურული ტრამვა აქვს. როგორც ექიმები ამბობენ მისი ჯამრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
კომენტარები