სოც. მედია
"ჩემი და კახას გენების თანხვედრა 99 პროცენტია", - ანასტასია გონჩაროვა კახა ბენდუქიძის მემკვიდრედ გამოცხადდა
2016-01-26 11:30:27
კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე გონჩაროვა სასამართლოებმა ოფიციალურად სცნეს მის მემკვიდრედ. თბილისში, მოსკოვსა და ლონდონში გამართულ პროცესებზე ანასტასია გონჩაროვამ მოიგო პროცესები და დაადასტურა რომ ის ნამდვილად კახა ბენდუქიძის შვილია.
მტკიცებულებებს შორის იყო დეენემის ანალიზიც. სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ბენდუქიძის ქონების ნახევრის მფლობელი გახდება. დღეს პრესკონფერენციაზე ანასტასია ბენდუქიძემ განაცხადა, რომ აპირებს მამის მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელებას - მათ შორის საუბარია თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებზე.
"გასულ კვირას იყო ბოლო სასამართლო მოსმენა და მე მოვიგე ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, ახლა უკვე შემიძლია თბილისში საცხოვრებლად ჩამოვიდე და ჩავერთო აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. დეენემის ტესტისპასუხის თანახმად ჩემი და კახას გენების თანხვედრა 99 პროცენტია. ამაში ვისაც ეჭვი ეპარებოდა, შეუძლია ამ მონაცემებეს გაეცნოს“ - განაცხადა კახა ბენდუქიძის შვილმა ანასტასია ბენდუქიძე გონჩაროვამ.
კომენტარები