მსოფლიო
ე.წ. ღორის გრიპზე მიმართვიანობა საავადმყოფოებში ისევ იზრდება
2016-01-24 11:11:25
ღორის გრიპით დაავადებულთა მიმართიანობა ისევ იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კურიერთან საუბრისას აცხადებს მიმართვიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის 100 ათას მოსახლეზე 273-ია.
მისი თქმით, ძირითადი მიმართვიანობა თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, ხოლო სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში შედარებით მშვიდი ვითარებაა.
მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით, გამოძახებების რიცხვმა იკლო მხოლოდ შაბათს.
"თბილისში ოდნავ შეიძლება ცოტა მეტი იყოს მიმართვიანობა და აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებთ,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.
კომენტარები