სოც. მედია
თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია - ადიდებულმა მდინარემ დროებითი გზა წაიღო
2016-01-06 16:53:45
რამდენიმე საათია, გადაკეტილია თბილისი-ქუთაისის ცენტრალური მაგისტრალი. ადიდებულმა მდინარემ თერჯოლის მიმდებარედ მოწყობილი დროებითი გზა ბოლო პერიოდის განამვლობაში უკვე მეხუთედ წაიღო.
მონაკვეთი ცენტრალური ავტობანის სამშენებლო სამუშაოების პარალელურად რამდენიმე თვის წინ მოეწყო.
ადგილობრივი ხელსუფლების განცხადებით, თბილისის-სენაკი-ლესელიძის 206 კმ-ის აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ამ დროისთვის ტრანსპორტი შემოვლითი გზით ბაღდათის გავლით გადაადგილდება.
კომენტარები