მსოფლიო
პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
2015-12-30 00:27:27
პარლამენტმა საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ მინისტრთა ახალი კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა . დღეიდან ქვეყანას ქართული ოცნების მესამე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჰყავს.
მთავრობას ნდობა 86-მა დეპუტატმა გამოუცხადა, 28 წინააღმდეგი წავიდა. გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა დემოკრატებმა".
კომენტარები