2 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ჟანეტ ქერდიყოშვილი: თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა,ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ

ჟანეტ ქერდიყოშვილი მის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება. საზოგადოებამ მოდელი "მარაო"-ში გაკეთებული კომენტარს გამო გააკრიტიკა,სადაც მან ოჯახში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.

"ჩემო ძვირფასებო ! ჩემო უნიჭიერესო და უჭკვიანესო ქართველებო ! რამდენნი ვყოფილვართ თქვენ გაგახარათ ღმერთმა ! არ დავიღალეთ ამდენი ნეგატივით?! თქვენი თითოეული უარყოფითი სიტყვა , ხომ ისევ თქვენ გიბრუნდებათ დროთა განმავლობაში ( უკვე მარაზმში გადადის ამ თემაზე ლაპარაკი , მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი პატივსაცემი საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ ხვდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრზს და შეხედულებას . ან არ უნდა მიხვდეს,მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა😉 ძალიან მწყდება გული იმაზე,რომ იმის მაგივრად, რომ ვამაყობდეთ ჩვენი წესჩვეულებებით,ადათწესებით და ფასეულობებით,რომლებმაც ისტორიას გაუძლო, ჩვენ პირიქით ვკარგავთ და ვფლანგავთ ამას, ამ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გზაზე ევროპისკენ ( 😢 რაც კარგია და ძირძველი ევროპული ფასეულობები, მას კი არ ვაკვირდებით და ვიგებთ . პირიქით რაც ახალია,გაურკვეველი და ხშირად იმ ნამდვილი ევროპელისათვისაც მიუღებელი ,იმას ვისრუტავთ და ვაფეტიშებთ! ☝🏻☝🏻☝🏻რაც შეეხება მამასა და შვილის სიყვარულზე 😂 ისევ არასწორი ინტერპრეტაცია იყო. მე ვიგულისხმე ,რომ ისეთივე მეორე ნახევარი მჭირდებათქო ,როგორიც მამაჩემია,ისეთივე მზრუნველი და მოსიყვარულე 😘 ესაა ჩემი ბოლო კომენტარი .🇬🇪ახლა კი გილოცავთ ჩემო კარგებო დამდეგ ახალ 2016 წელს ! და გისურვებთ შინაგან სიმშვიდეს და უფრო გაბრწყინებულ მომავალს !!!"- წერს "მის სამყაროს" ქართველი მონაწილე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები