სოც. მედია
29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-12-28 23:51:26
ვერძი - დღევანდელი დღე საშუალებას მოგცემთ, წარსულში განვითარებული მოვლენები, სრულიად განსხვავებულად დაინახოთ და თქვენ მიერ დაშვებული შეცდომების მოგვარების გზებიც იპოვნოთ.
ლომი - ნუ შეგეშინდებათ ახალი საქმეების წამოწყების. მხოლოდ ახალ საქმეებში შეძლებთ თვითრეალიზაციას და დიდი წარმატების მიღწევას. მიენდეთ ინტუიციას, ის არ გიღალატებთ.
მშვილდოსანი - თქვენზე დღეს ბევრია დამოკიდებული. ცუდი განწყობა და ხასიათი შესაძლებელია კონფლიქტის საბაბი გახდეს როგორც ოჯახში ისე სამსახურში.
კურო - დღეს რაიმე კონკრეტული საქმით ნუ დაკავდებით, უმჯობესია ზოგადი საქმიანობით დაკავდეთ. შეეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოთ, ამ შემთხვევაში ნამდვილად შეგამჩნევენ და დაინტერესდებიან თქვენით.
ქალწული - პრობლემები მალე უკან დარჩება, შეეცადეთ დღეს მაქსიმალურად კომუნიკაბელური იყოთ.
თხის რქა - დღევანდელი დღე, პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ პოზიტიურ შედეგებს მოგიტანთ. გამორიცხული არაა, მიიღოთ საქმიანი წინადადება, რომელიც თქვენს ცხოვრებას მკვეთრად შეცვლის.
ტყუპები - დღეს უმჯობესია ისეთი საქმით დაკავდეთ, რომლის გაკეთებასაც უკვე დიდი ხანია არიდებთ თავს. რაც არ უნდა მოხდეს მომავლის იმედს ნუ დაკარგავთ, თუ რამე არ გამოგდით დღეს, აუცილებლად გამოგივათ ხვალ.
სასწორი - დღევანდელი დღე უმჯობესია დაუთმოთ საქმეეებს, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ და დაუმთავრებელი მიატოვეთ.
მერწყული - დღეს საუკეთესო იქნება თუ დროს საკუთარ თავს და საკუთარ გატაცებებს დაუთმობთ. ნუ დახარჯავთ მთელს ძალებს პროფესიულ საქმიანობაზე, კარგი იქნება თუ დროს და ენერგიას შემოინახავთ სასიამოვნო საქმეეების გასაკეთებლად.
კირჩხიბი - დღევანდელ დღეს ნუ დაგეგმავთ გრანდიოზულ საქმეებს და ღონისძიებებს. დღე უმჯობესია დაუთმოთ დაგეგმარებას, ვიდრე განხორციელებას. ნუ შეგეშინდებათ ზოგიერთ საკითხებში სისუსტის გამოვლენა, იყავით ლმობიერნი ოპონენტების მიმართ. წინ სერიოზული ცვლილებები გელით.
მორიელი - დღეს შესაძლებელია თქვენს მიერ დაგეგმილი საქმეები ისე არ განვითარდეს, როგორც დაგეგმილი გქონდათ.
თევზები - შეეცადეთ არ წამოეგოთ თქვენი პოტენციური პარტნიორის შარმს და მომხიბვლელობას.
კომენტარები