სოც. მედია
28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-12-28 10:43:28
ვერძი საქმიან შემოთავაზებაზე უარი არ თქვათ. იგი მომავალში აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას და მატერიალურ კეთილდღეობას. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ.
კურო წარმატებული დღე ელით ბიზნესმენ და ხელოვან ნიშნებს. მძღოლებს სიფრთხილე მართებთ მგზავრობისას.
ტყუპი ცვლილებებისა და მოულოდნელობების დღეა. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. გაფრთხილდით ტრავმული დღეა, აგრეთვე - საკვებით არ მოიწამლოთ.
კირჩხიბი მუშაობისას მეტად გამოაჩინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. ზოგიერთი ფულად ჯილდოს მიიღებს.
ლომი გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. კოლეგებისგან დაფასება და შექება გელით. შეეხმიანეთ თქვენზე განაწყენებულ მეგობრებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ქალწული კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე, პაემნისა და წვეულების მოსაწყობად. ვერსად გაექცევით სერიოზულ საუბარს. სასწორი თვითდაჯერებულობის გამო შეცდომები არ დაუშვათ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. გაუფრთხილდით კუჭს, მოერიდეთ მწარე და მარილიან საკვებს. მორიელი საინტერესო მოვლენებით, საქმიანი შეხვედრებითა და სატელეფონო საუბრებით დატვირთული დღე გელით. შეეხმიანეთ ნათესავებსა და მეგობრებს. გაისტუმრეთ ვალები. მშვილდოსანი კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად, თვითგანათლებისთვის. აკონტროლეთ ემოციები. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას. თხის რქა საქმეებში წარმატება გელით. გულახდილი საუბარი თვითრწმენას დაგიბრუნებთ. დღეს შეხვდებით დიდი ხნის უნახავ ახლობელს. ზოგიერთი პრემიას მიიღებს. მერწყული შეეხმიანეთ მშობლებს, უხუცეს ნათესავებს მიიღეთ მათგან რჩევები. ბიზნესმენებს ახალი ხელშეკრულებების გაფორმება და ახალი პარტნიორების გაჩენა ელით. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. თევზები თუ მოინდომებთ, უამრავ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
კომენტარები