სოც. მედია
23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-12-22 23:36:04
ვერძი- კარგი დღეა ცოდნის მისაღებად; ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად. სამსახურში მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები.
კურო -უამრავ საქმეს მოაგვარებთ, სამსახურისაც და საოჯახოსაც. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.
ტყუპი -უამრავი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება.
კირჩხიბი- აქტიური დღეა; ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
ლომი- მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალი საქმეების დაწყებას. მეტად დაისვენეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
ქალწული -დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებით. ან ახალ საქმიანობას დაიწყებთ, ან მატერიალურად დამოუკიდებელი გახდებით. საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით.
სასწორი- დღევანდელი დღე გამარჯვებებს გპირდებათ. სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწევთ. ყურადღების ცენტრში მოხვდებით და თქვენ გარეშე არაფერი გადაწყდება.
მორიელი- ჰარმონიული და სტაბილური დღე გელით. ზოგიერთს საქმიანობის, სამსახურის შეცვლა ელის. ახალი საქმე მატერიალურად ძლიერს გაგხდით.
მშვილდოსანი- კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ზოგიერთს დააწინაურებენ.
თხის რქა- ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ, რთულ საქმესაც კი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები საჩუქრები და სიურპრიზები გელით.
მერწყული- გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ოჯახში ჰარმონია და სიმშვიდე დაისადგურებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თევზები -ნებისმიერი საქმიანობა კარგ შედეგს და შექებას მოგიტანთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. წყვილების ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავა.
კომენტარები