მსოფლიო
NDI: "გამოკითხულთა 68% თავს დასაქმებულად არ თვლის"
2015-12-21 11:40:00
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 68% თავს დასაქმებულად არ თვლის. კვლევაში მონაწილეთა 32% მიიჩნევს თავს დასაქმებულად.
NDI-ს ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 68% თავს დასაქმებულად არ თვლის.
ამავე შეკითხვაზე აგვისტოს კვლევისას იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც თავს დასაქმებულად არ თვლიდა, 66% იყო. 2014 წლის აგვისტოში კი - 60%.
კვლევაში მონაწილეთა 32%-მა განაცხადა, რომ თავს დასაქმებულად მიიჩნევს.
გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს მიიჩნევს.
გამოკითხვა 17 ნოემბერი- 7 დეკემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და 1881 ადამიანი გამოიკითხა.
კომენტარები