სოც. მედია
"ნიკორას" დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლეს -ყაჩაღობა ვარკეთილში
2015-12-01 12:31:52
თბილისში სუპერმარკეტი ნიკორა დააყაჩაღეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის თანამშრომელს რამდენჯერმე ესროლა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. 51 წლის გელა ღარიბაშვილს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული და მის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში იმყოფება.
თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელი 30 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში გვიან ღამით შეიჭრა და დაცვის თანამშრომელს 7-ჯერ ესროლა. ნასროლი იყო მოლარის მისამართითაც. სუპერმარკეტში ყოფნის პერიოდში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 15-ჯერ გაისროლა.
არსებული ინფორმაციით, მან 250-მდე ლარის წაღება შეძლო.
სამართალდამცველები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
წინასწარი ინფორმაციით, ნიკორაში მხოლოდ ერთი თავდამსხმელი იმყოფებოდა.
კომენტარები