სოც. მედია
13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2015-11-12 23:23:49
ვერძი
გარშემო მყოფებს საკუთარ სიმართლეში მარტივად დაარწმუნებთ. ახლობლების რჩევებს მოუსმინეთ, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს ყველა საკითხს მარტივად გაუმკლავდებით, ხელს არაფერი შეგიშლით.
კურო
კარგი დღეა ან ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად, ან მგზავრობისთვის მოსამზადებლად. ზოგიერთი ძველ პროექტს მიუბრუნდება. გავლენიანი მეგობრები ფინანსური საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი
გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მათთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. კარგი დღეა რემონტისა და მშენებლობის დასაწყებად, საცხოვრებელი მისამართის შესაცვლელად. სიფრთხილით მოეკიდეთ წვრილმან დეტალებს.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, შეიძლება ახალ საქმიანობაში შემოგთავაზონ ჩართვა. მეტი ყურადღება გმართებთ ახლობლების სურვილებისა და მოსაზრებებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ლომი
კომერციული საქმეები თქვენი გამარჯვებით დასრულდება. კარგი დღეა ცვლილებებისთვის; შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესებას. არ გამოაკლდეთ წვეულებას, დაუახლოვდით საინტერესო ადამიანებს.
ქალწული
წარმატებული დღე გელით. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. მართალია, ცოტათი გარჯა მოგიწევთ, სამაგიეროდ, ყველას დაუმტკიცებთ, რომ პროფესიონალი ხართ. დღეს საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
სასწორი
კოლეგები და უფროსები შესრულებული სამუშაოს გამო შეგაქებენ. კარგი დღეა დამატებითი შემოსავლის წყაროს მოსაძებნად. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.
მორიელი
კარგი დღეა დაწყებული პროექტების დასასრულებლად და დაგროვილი საკითხების მოსაგვარებლად. დღეს რა საქმესაც ხელს მოკიდებთ, ყველაფერს წარმატებულად განახორციელებთ. ახლობლებისა და ნათესავების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. მცირეხნიანი დაშორება კიდევ უფრო გაგიუმჯობესებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ყურადღება და დისციპლინა.
თხის რქა
გავლენიანი ახლობლების დახმარებით ყველა საჭირბოროტო საკითხი თქვენი გამარჯვებით დასრულდება. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ვნებიანი რომანის დასაწყისი ელით.
მერწყული
დილით ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები და დღესვე დაიწყეთ ზოგიერთის განხორციელება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან და ნათესავებთან. პირად ცხოვრებაში არავინ ჩაახედოთ.
თევზები
მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კარგი დღეა სახლში რემონტის დასაწყებად, ინტერიერის შესაცვლელად. მეტად გამოავლინეთ ფანტაზია. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.
კომენტარები