მსოფლიო
„ფრიდომ ჰაუსი": საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს
2015-11-09 10:44:31
საერთაშორისო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი, რობერტ ჰერმანი, რუსთავი 2-ის საქმეს სახელმწიფოსთვის უკან გადადგმული ნაბიჯს უწოდებს.
„საქართველოს მთავრობამ მედიაში ჩარევა უნდა შეწყვიტოს“, - მიიჩნევს ადამიანის უფლებების დამცველი ამერიკული ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი".
"ყველამ უნდა გაიგოს, რომ მფლობელობაზე დავები ვაკუუმში არ წარმოიშვება. ისინი უფრო დიდი პოლიტიკური გარემოს ნაწილია. ყველასთვის ცნობილია, რომ "რუსთავის 2" "ოცნების" მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი არხია.
სახეზეა იმის ნიშნები, რომ ცენზურის მცდელობა არა მხოლოდ "რუსთავი 2"-ს, არამედ სხვებსაც ეხებათ, ვინც მთავრობისადმი კრიტიკულადაა განწყობილი.
საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელმაც წარსულში ბევრი სირთულე გადალახა, მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა და სადაც დემოკრატიამ წინ წაიწია, ეს სერიოზული უკუსვლაა.
..."ფრიდომ ჰაუსის" და სხვა ორგანიზაციების კვლევები გვიჩვენებს, რომ როდესაც მედია სექტორზე თავდასხმა ხდება, ეს ხშირად დემოკრატიის უფრო ღრმა და ფართო უკუსვლის წინაპირობაა.
ამჟამად სწორედ ეს არის ბევრის წუხილი, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების და ამერიკის მთავრობის.
საქართველომ მოახერხა და გამოირჩეოდა ძალიან რთულ რეგიონში, ვფიქრობ ესეც არის ასეთი დიდი იმედგაცრუების მიზეზი.
საქართველო გამოირჩეოდა მეზობლებისგან, ისევე როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობისგან.
ქართველების მისწრაფება არ უნდა იყოს რუსეთზე ან აზერბაიჯანზე წინ ყოფნა, ისინი უნდა ედრებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დემოკრატიებს, ან უფრო მოწიფულ დემოკრატიებს.
...ეს უნდა იყოს მათი სწრაფვის სტანდარტი. "ქართული ოცნების" მთავრობამ თქვა, რომ ის ამ სტანდარტებს აამაღლებდა, სწორედ ამიტომ არის ასეთი იმედგაცრუება.
...როცა სამართლებრივი პროცესების გვერდის ავლა ხდება, ყოველთვის ჩნდება ეჭვი, რომ ეს კანონის უზენაესობის მოშლის და საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლის მომასწავლებელი შეიძლება იყოს", - აცხადებს ფრიდომ ჰაუსის" ვიცე პრეზიდენტი.
ჰერმანის განცხადებების შესახებ ინფორმაცია ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ გაავრცელა.
კომენტარები