სოც. მედია
თიბისი ბანკი „Devfest თბილისი 2015“-ის მხარდამჭერია
2015-11-07 16:32:33
თიბისი ბანკის მხარდაჭერით Google-ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი - „Devfest თბილისი 2015“ გაიხსნა. ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება და წელსაც ტრადიციულად პროგრამირებით დაინტერესებულ მსურველებს მასპინძლობს.
წელს „Devfest თბილისი 2015“ ორი დღის განმავლობაში, 8 ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებშიჰაკათონი, ვორქშოფები, ღია ლექციები, გასართობი თამაშები , დიზაინ-სპრინტი და სხვა აქტივობებია დაგეგმილი.
სპეციალურად ამ ფესტივალისთვის თბილისს Google-ის წარმომადგენელი -ბარიშ იესუგაი, Google-ის ექსპერტი მარკეტინგისა და დიზაინის საკითხებში - ტომას ემილ ლამპრეხტი, U/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი - ოითუნ ერენ შენგული და ერევანის Google-ის დეველოპერების ჯგუფის მენეჯერი- ვარდან გრიგორიანი ეწვევიან. ისინი დაიტერესებული პირებისთვის ღია ლექციებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ.
Devfest-ზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ გამოიყენონ დღევანდელი დღე და დარეგისტრირდნენ ხვალინდელ აქტივობებზე. დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მიღება Devfest-ის ვებგვერდზეა შესაძლებელი: www.devfest.ge
Devfest ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო IT ღონისძიებაა, რომელიც წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში ეწყობა და იგი საერთო ჯამში 30 000-ზე მეტ დეველოპერს
კომენტარები