2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გურჯაანში პნევმატური იარაღიდან გასროლას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

პნევმატური იარაღიდან გასროლას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა გურჯაანში. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანში ბავშვების თამაშისას, საღამოს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, თოფი გარდაცვლილის კლასელს შემთხვევით გაუვარდა და ჭრილობა მუცლის არეში მიაყენა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის გადარჩენა ვერ მოასწრო, ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. თუმცა, 9 წლის ბავშვი სისხლის სამართლის წესით პასუხს არ აგებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები