სოც. მედია
"ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მთავრობა ცდილობს რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს"
2015-10-30 15:38:05
"მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას, ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდდამხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში," - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
"ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მთავრობა ცდილობს რუსთავი 2 ხელში ჩაიგდოს. მთავრობა ხალვაშის და მოსამართლე ურთმელიძის ხელით ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიისა და თავისუფლების ფუნდამენტს ებრძვის, ამან საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული დაპირისპირების რისკის წინაშე მიიყვანა.
მინდა კატეგორიულად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვგეგმავდით, არ ვგეგმავთ და არ დავგეგმავთ არანაირ ძალადობას, ჩვენი ბრძოლა არის მხოლოდდამხოლოდ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა წინა კვირის მოვლენებმა, როდესაც მთავრობის პირდაპირი დავალებით ჩვენი 30-ზე მეტი ოფისი დაარბიეს რაიონებში, არცერთ ჩვენ აქტივისტს საპასუხო ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში ვიბრძვით. ჩვენი ამოცაა, ეს ხელისუფლება კანონიერად, კონსტიტუციურად, მშვიდობიანი არჩევნების გზით გავუშვათ სახლში. ჩვენი ამოცანაა, რომ დღეს საუბარი იყოს არა ბარიკიდებსა და გადატრიალებაზე, არამედ საუბარი იყოს გაჩერებულ პენსიებზე, მომატებულ სიღარიბეზე," - განაცხადა ბაქრაძემ.
კომენტარები