2 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შემაძრწუნებელი ისტორია - ადამიანი, რომელიც ცხვირის გარეშე დარჩა (+18)

ჩამოტვირთვა

ამ კადრებში ამერიკელი დონი ფრიტსუ ჯერ კიდევ სრულყოფილი სახით არის დაფიქსირებული, რომელიც ახალდაქორწინებულ მეუღლესთან ერთად ბედნიერებით ტკბება, თუმცა ცხვირზე უკვე შესამჩნევი სიშავე აქვს. მალე კი მას სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ. ცოტა ხანში კიბო სახის უმეტეს ნაწილს მოედო, 8 თვის შემდეგ ექიმებმა 44 წლის მამაკაცი არჩევანის წინაშე დააყენეს - ის გამოემშვიდობებოდა ან სახეს, ან... სიცოცხლეს. სიმსივნე უკვე მძიმე ფაზაში იყო, რომელმაც კანის ქსოვილებთან ერთად კბილებიც გაანადგურა. დონიმ, რა თქმა უნდა გადაწყვიტა ოპერაციის გაკეთება. პროცესი 12 საათი გრძელდებოდა. მამაკაცს სახის ნახევარი მოკვეთეს. თავიდან დონი ვერ ეგუებოდა ახალ გარეგნობას, ქუჩაში გასვლის რცხვენოდა, საკუთარ ცოლსაც სთხოვდა გაშორებოდა მას, რადგან არ უნოდოდა მეუღლეს ქმრის მიმართ ზიზღის შეგრძნება გასჩენოდა. დონის მძაფრი სტრესი ჰქონდა. ქალმა არ მიატოვა გასაჭირში საკუთარი მეორე ნახევარი და მათ შორის ურთიერთობა ძველებურად გრძელდება. როგორც შერონი ამბობს, ქმარი კიდევ უფრო მეტად უყვარს და მათ ერთად ყოფნას ვერაფერი შეუშლის ხელს. 6 წლის განმავლობაში დონიმ 35 ოპერაცია გადაიტანა, რომ მისი სახე ოდნავ აღდგენილიყო. თუმცა მაინც ძალიან უჭირს ჭამა და ადამიანებთან კონტაქტი. ძალიან დიდ სტრესს იწვევს მასში ადამიანების რეაქცია, როდესაც პირველად ხედავენ. განსაკუთრებით ბავშვების რეაქცია ტკენს გულს, როდესაც ისინი შეშინებულნი საკუთარ დედასთან გარბიან და მათი კალთის უკან ემალებიან უსახო ადამიანს. შერონი იძულებული გახდა სხვადასხვა სპეციალისტთან მისულიყო, შედეგად დონის ხელოვნური ცხვირი გაუკეთეს, რომელმაც მამაკაცის პრობლემა ცოტათი შეამსუბუქა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები