0 5 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში “ალ-ქაიდას“ წევრი ქართველები დააკავეს

ჩამოტვირთვა

თურქეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ქაედას" 5 წევრი დააკავეს, რომელთაგან ორი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავება ქალაქ ადანაში მოხდა. შედეგად გამოვლენილია ორგანიზებული ჯგუფი, რომლის დანარჩენი წევრებიც პოლიციამ უკვე იცის და მათზე თვალთვალს ახორციელებს. ჩხრეკა ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობდა. ამოღებულია ეჭვმიტანილთა ნოუთბუქები, საკრედიტო ბარათები, ფული და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული დოკუმენტაცია. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები