1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩამოტვირთვა

თურქეთში 5.1. მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მსხვერლისა და დაზიანებების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც ბოსფორის უნივერსიტეტის ობსერვატორიის სეისმოლოგები აცხადებენ, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 18:20 საათზე, კიუტახიას პროვინციაში დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა თურქეთის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში. ამ დღეებში ეს უკვე მეორე 5-ბალიანი მისიძვრაა თურქეთში. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა 1-ელ მაისს, იზმირის პროვინციაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მოხდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, მიწისძვრამ ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები