2 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მკითხველის „საბა“ - ახალი ნომინაცია

 

ლიტერატურულმა პრემია „საბა“  მესამე ათწლეულში გადასაბიჯებლად ემზადება. 21-ე „საბას“ აღსანიშნავად პრემიის საორგანიზაციო ჯგუფმა გადაწყვიტა მკითხველები ლიტერატურული დღესასწაულის უშუალო თანამონაწილეებად ექცია და მათ განსაკუთრებული შესაძლებლობა მისცა.

„საბა“ 2023-ს ახალი ნომინაცია - „მკითხველის საბა“ დაემატა. მის მფლობელს მკითხველთა ხუთწევრიანი ჟიური  გამოავლენს. ჟიური  იმ ადამიანებისგან დაკომპლექტდება, რომლებმაც აპლიკაცია SABA Reader-ში ყველაზე მეტი დრო დაუთმეს კითხვას, ისინი გამარჯვებულს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში გამოავლენენ.


შერჩევის პროცესი დღეიდან აიღებს სტარტს. ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა აპლიკაცია SABA Reader-ში „მკითხველის საბას“ გვერდზე მოიყრის თავს. „მკითხველის საბას“  ჟიურის 5 წევრის ვინაობას 9 აგვისტოს  გავიგებთ. ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების  ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე „მკითხველის ჟიურის“ წევრი, გადმოწერე აპლიკაცია SABA Reader-ი, იკითხე ბევრი და გახდი საქართველოში ყველაზე დიდი ლიტერატურული პრემიის ჟიურის წევრი.

შეგახსენებთ, რომ „საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღესდღეობით „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები