0 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის წინასწარი დასტურის მიღება იქნება საჭირო

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლისთვის წინასწარი დასტურის მიღება იქნება საჭირო. დასტური დასჭირდება 59 ქვეყნას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

"ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან, ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება.

"ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

უფრთხილდით თაღლითებს! ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: http://www.europa.eu/etias

ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ, განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე.  

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://europa.eu/!FnfNwM "- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები