2 1 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთა გაძლიერების კამპანიას უერთდება

 

აქვთ თუ არა საქართველოში ქალებს შესაძლებლობა, თამამად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ? არჩევანი, ერთიშეხედვით, შეუზღუდავია, თუმცა, მაგალითად, ავტოინდუსტრიაში ან ნავიგაციაში ცოტა ქალია. პროფესიის არჩევისას ქალები თითქმის ყოველთვის განიცდიან გენდერული სტერეოტიპების გავლენას იმასთან დაკავშირებით, თითქოს არსებობს „ქალური“ და „კაცური“ პროფესიები. სწორედ ამ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად გაეროს ქალთა ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტო „ვოთერგანზისა“ და ბიზნესკომპანიების ერთობლივი კამპანია, სახელწოდებით - „ქალები, რომლებიც არ არსებობენ“, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტაც“ შეუერთდა. 

კომპანიისათვის ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2022 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ ხელმომწერი გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ სისტემატურად უჭერს მხარს ქალთა გაძლიერების პროექტებს. მიგვაჩნია, რომ ქალებს უპირობოდ უნდა ჰქონდეთ პროფესიული არჩევანის შეუზღუდავი შესაძლებლობა - იქნება ეს მექანიკოსობა თუმფრინავობა. მათ მიზნებს საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპები ვერ უნდა აფერხებდეს. მოგეხსენებათ, ავტოსფეროც მამაკაცურ სფეროდაა მიჩნეული, ამიტომ ამფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ ქალების პროფესიულ განვითარებასა და გაძლიერებას. გვინდა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ქალებს, რომ პროფესიას არ აქვს სქესი, ყველაფერი მათ ხელშია - მხოლოდ სურვილი და მიზნისკენ მტკიცედ სვლაა აუცილებელი“. 

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ - კამპანიის იდეისა და შესრულების ავტორი კრეატიულისააგენტო „ვოთერგანზია“. პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ხორციელდება, მისიმთავარი პარტნიორი  კომპანია „ბოდი შოპია“,მხარდამჭერები კი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ არიან. 

 

კამპანია რამდენიმე ნაწილის მოიცავს. თბილისის ქუჩებში განთავსებული საინფორმაციო დაფები საზოგადოებას სიმბოლურად იმ არარსებული ქალების შესახებ შეახსენებს, რომელთა პროფესიული ოცნებებიც გავრცელებული სტერეოტიპების გამო ვერ ასრულდა. კამპანიის ძირითადი ნაწილი კი ონლაინსივრცეში მიმდინარეობს. შექმნილია სპეციალური ვებგვერდი www.unstereotype.ge, რომელიც დაინტერესებულ მომხმარებელს პროფესიების ირგვლივ არსებული მცდარი წარმოდგენების შესახებ სხვადასხვა ამბავსუყვება.

„ქალები, რომლებიც არ არსებობენ“ იმ ქალებს ეძღვნება, რომლებმაც პროფესიულ ოცნებაზე უარი თქვეს. კამპანია მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიას ახლა ირჩევენ და ამ პროცესში გენდერულ სტერეოტიპებს აწყდებიან.

კამპანია თბილისის საკრებულოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერითგაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება.

--

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...