ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
აგვისტოში ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, რაც თანხვედრაშია თიბისი კაპიტალის ბოლო, სრული 2022 წლისათვის 10.6%-იან საბაზო სცენართან. ამასთან, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი დინამიკა მცირედით, თუმცა მაინც უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს. გასულ კვირას ასევე გამოქვეყნდა მე-2 კვარტალის საგადასახდელო ბალანსისა და მშპ-ის დანახარჯების მიხედვით გაანგარიშების ამსახველი მაჩვენებლები. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესება და საინვესტიციო მოთხოვნის მკვეთრი მატება ეკონომიკის ზრდის მსგავსად, თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისია.
ამავდროულად, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებასთან ერთად, გრძელდება საბანკო სექტორში უცხოურ ვალუტაში ჭარბი ლიკვიდობის დაგროვება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მიგრანტების მზარდი დეპოზიტების შედეგი არაა. არამედ, სეზონური გაუფასურების მოლოდინების გამო, ბოლო პერიოდში რეზიდენტების მხრიდანაც ვალუტაში მეტად დაზოგვა და ლარში მეტად სესხება იკვეთება. თავისთავად, ეს ლარის კურსისთვის ნეგატიურია, თუმცა, საპირისპიროდ, მას შემდეგ რაც აღნიშნული ტენდენცია შეიცვლება.
ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია ლარის კურსს ხშირად მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე უფრო მეტადაც კი განსაზღვრავს. როდის შეიძლება ველოდეთ განწყობებში ცვლილებებს? სავარაუდოდ წელსვე, როდესაც ბაზრის მონაწილენი უფრო მეტი რწმუნებით ჩათვლიან, რომ ლარის სეზონური ფაქტორები მის სადღეისო კურსში უკვე წინმსწრებად ასახულია. ამ მხრივ, ასევე საყურადღებოა, რომ ძლიერი საინვესტიციო მოთხოვნა, უცხოურ ვალუტაში მეტი ბიზნეს სესხის გაცემას ნიშნავს, ვინაიდან გრძელვადიანი ბიზნეს პროექტების დაფინანსება სწორედ პრაქტიკულად მთლიანად უცხოურ ვალუტაშია. ასევე, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, რეკორდულად დაბალი საპროცენტო განაკვეთები დოლარის დეპოზიტებზე მათი თუნდაც ნაწილის გახარჯვას განაპირობებს, რაც როგორც ეკონომიკის ზრდის, ასევე ლარის კურსის კუთხით თავისთავად პოზიტივია.
გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები