ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
„თეგეტა მოტორსი“ მომსახურების ქსელს აფართოებს. თბილისში კომპანიის კიდევ ერთი ფილიალი მარჯვენა სანაპიროზე, გალაკტიონ ტაბიძის ხიდის მიმდებარედ გაიხსნა. ეს „თეგეტას“ უკვე მეშვიდე ობიექტია დედაქალაქში, სადაც მსუბუქი ავტომანქანის მფლობელებს გაუწევენ მომსახურებას. მომხმარებელი ახალ ფილიალში სწრაფ სერვისებს მიიღებს.
ავტომომსახურების ახალი ობიექტი, სერვისცენტრთან ერთად, შოურუმსაც გააერთიანებს, სადაც სხვადასხვა პრემიუმ ბრენდის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.
ალექსანდრე ლაფერიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი: „ახალი სერვისცენტრის გახსნით დედაქალაქს „თეგეტა მოტორსის“ კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ სერვისის მრავალფეროვანი არჩევანი და მომსახურებაც უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ახალ ობიექტში ავტომფლობელებს სწრაფ სერვისს შევთავაზებთ. აქვე განთავსებულია შოურუმი, სადაც პრემიუმ და ბიუჯეტური ბრენდების საავტომობილო პროდუქტებია წარმოდგენილი. შედეგად, ჩვენი მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს როგორც მომსახურების მიღებას, ისე საავტომობილო პროდუქციის შეძენას“.
ახალი სერვისცენტრი, რომელიც 330 კვ.მ ფართობს მოიცავს, დღის განმავლობაში 60-ზე მეტი ავტომფლობელის მომსახურებას შეძლებს.
ფილიალში შემდეგი სერვისის მიღებაა შესაძლებელი:
· ძრავაში ზეთისა და ფილტრის შეცვლა
· გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა
· საბურავების სერვისი
· ხუნდებისა და სამუხრუჭე დისკების შეცვლა/მოხეხვა
· აკუმულატორების შეცვლა
· ნათურების შეცვლა/ფარების გასწორება
· ფრეონის დამატება
სერვისცენტრში, რომელიც შოურუმსაც მოიცავს, პრემიუმ ბრენდების: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst პროდუქტები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, საცხებ -საპოხი მასალები, აკუმულატორები, საბურავები, ავტომობილის აქსესუარები და სხვა.
გალაკტიონის ხიდის ქვეშ მდებარე ფილიალი განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი გრაფიკით იმუშავებს და მომხმარებელს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9:30-დან საღამოს 9 საათამდე გაუწევს სათანადო მომსახურებას. შედარებით მოკლე სამუშაო დღეა კვირას - სერვისცენტრი საღამოს 6 საათამდე იმუშავებს.
--
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომელიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები