ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ფასდაკლებისა და საჩუქრების თვე დაიწყო. 3-31 მაისის ჩათვლით 20%-ით ნაკლებს გადაიხდით ზეთის, ფილტრისა და სამუხრუჭე ხუნდის შეძენისას. ასევე, საჩუქრად გადმოგეცემათ „ტოიოტა კომფორტის“ ერთწლიანი უფასო მომსახურება.
რას გულისხმობს ფასდაკლების აქცია?
იმისათვის, რომ ზეთი, ფილტრი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით შეიძინოთ, „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისის მისაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. შემოთავაზება უკვე ძალაშია და მსურველებს ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში ელოდებიან.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომელიც იაპონური ბრენდის ოფიციალური დილერია, მომხმარებელს მხოლოდ ორიგინალ ნაწილებს სთავაზობს. ტოიოტას მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ხარისხისა და საიმედოობისთვის, ყოველი პროდუქტი დეტალურ შემოწმებასა და მკაცრ ტესტირებას გადის, რაც უსაფრთხოებისა და თქვენი ავტომობილის ხანგრძლივი ექსპლუატაციის წინაპირობაა.
რას ნიშნავს „ტოიოტა კომფორტი“?
ფასდაკლების ერთთვიან აქციასთან ერთად, იაპონური ბრენდის მომხმარებელი კომპანიისაგან საჩუქრად მიიღებს „ტოიოტა კომფორტის“ ულიმიტო მომსახურებას, რომლის მოქმედების ვადაც ერთი წელია. ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი შეძლებს, უფასოდ ისარგებლოს პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. პროცედურა მარტივია: რეკავთ სერვისცენტრში და ატყობინებთ საჭირო მომსახურების შესახებ. ავტომობილს პერსონალური მენეჯერი თქვენთვის სასურველ ადგილას მოაკითხავს და სერვისში გადაიყვანს, სადაც პროფესიონალი ტექნიკოსები მას თქვენთან შეთანხმებით შეაკეთებენ. „ტოიოტა კომფორტის“ ფარგლებში, მანქანას ისევ თქვენთვის მოსახერხებელ მისამართზე მოგიყვანენ.
აქციებით სარგებლობისათვის, ვიზიტი შეგიძლიათ წინასწარ, თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაჯავშნოთ.
---
"თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია "ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები